ჩვენს შესახებ
თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებები
კომპანია MRG უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე პროგრამულ გადაწყვეტილებებსა და კომპიუტერულ ტექნიკას.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
ვებ საიტების შექმნა
შიდა მოხმარების პროგრამების განვითარება
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
პროგრამული უზრუნველყოფის ინდივიდუალური გადაწყვეტები
MRG-ში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის პროგრამული დეველოპერები, დიზაინერები და პროექტ მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, სტაბილური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროდუქტების შექმნას.
ჩვენი მთავარი პრინციპია თითოეული პროექტის ინდივიდუალური მიდგომით განვითარება. სწორედ ამიტომ, არ ვიყენებთ მზა პლატფორმებსა და პროგრამულ ბირთვებს. ყველა პროექტი სრულად იქმნება დამკვეთის მოთხოვნებისა და თანამედროვე ინტერნეტ სივრცის სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიას შექმნილი აქვს:
400-ზე მეტი ვებ საიტი
40-ზე მეტი შიდა მოხმარების პროგრამა
ჩვენი პროგრამული გადაწყვეტილებები კომპანიებს ეხმარება პროცესების ავტომატიზაციაში, დროისა და რესურსების დაზოგვაში, ეფექტურობის ზრდასა და კონკურენტულ გარემოში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაში.